უბედური შემთხვევა რუსთავში - კორპუსის მესამე სართულიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა

16.04.21 16:57
უბედური შემთხვევა რუსთავში - კორპუსის მესამე სართულიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა რუსთავში - ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან მეშვიდე კლასელი გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხვდა. 13 წლის მოზარდი ეზოში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა. ამ დროისათვსი არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით,გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. 

მსგავსი შემთხვევა რუსთავში რამდენიმე თვის წინაც მოხდა. კორპუსის მესამე სართულიდან ასევე 13 წლის მოზარდი გადმოვარდა. ორივე გოგონა თანაკლასელები არიან.

ვერსიას, რომ მოზარდების გადმოვარდნა შესაძლოა, ინტერნეტ თამაშს, „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს, სკოლის დირექტორი უარყოფს.