ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე - პანიკაში მყოფმა "ოცნებამ" სიცრუის მანქანა ჩართო

20.06.22 11:48
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე -  პანიკაში მყოფმა "ოცნებამ" სიცრუის მანქანა ჩართო

დღეს დაანონსებული აქციის შემდეგ "ქართული ოცნება" პანიკაშია - მმართველმა პარტიამ სიცრუის მანქანა უკვე ჩართო.  შეშინებული ხელისუფლება  კოორდინატორებს კარდაკარ აგზავნის, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ დაგეგმილი აქცია არა ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდამჭერი, არამედ პარტიულია და ის პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ემსახურება. 

რეგიონებში კი აქციაზე ჩასვლის შემთხვევაში ადგილობრივებს რეპრესიებით  და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. 

ოპოზიცია  ამბობს, რომ "ოცნების" მცდელობები ფუჭია, რადგან აქციაზე ხალხი მათ წინააღმდეგაც გავა. 

„ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ხალხი მათ წინააღმდეგ არ იკრიბება, ძალიან ცდება. აქედან გამომდინარე ის მცდელობა მათი კორდინატორების მხრიდან, რომ რაღაცნაირად ვიღაც გადაარწმუნონ, ან ჩამოაცილონ ამ აქციას, იქნება აბსოლუტურად ფუჭი. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ სახეები აკეთებენ განცხადებებს იმგვარს, რომ მე უკვე მეშინია, რომ იმ კალათაშიც ვერ მოვხვდეთ, რომელზეც საუბარი იყო ევრკომისიის წინასწარ გადაწყვეტილება-რეკომენდაციაში, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები