გარყვნილი ქმედება სკოლაში - შიდა ქართლში მასწავლებელი უფროსკლასელ ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა

20.06.22 12:08
გარყვნილი ქმედება სკოლაში - შიდა ქართლში მასწავლებელი უფროსკლასელ ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა

გარყვნილი ქმედება სკოლაში - უფროსკლასელ ბიჭზე მასწავლებელმა იძალადა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გარყვნილი ქმედებას თვეების განმავლობაში სისტემატურად ხასიათი ჰქონდა.

"პირველების" ინფორმაციით, მასწავლებელი, რომელსაც მძიმე დანაშაულს ედავებიან, სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ ანტიდასავლური განცხადებების გამო თანამდებოიდან გადააყენეს. ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

ასევე ირკვევა, რომ  ზურაბ ქარელს გარყვნილ ქმედებაში სხვა მოსწავლეებიც ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ შსს-ში უფროსკლასელთა არაერთი ჩვენება დევს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მოსწავლეებს  საკლასო ოთახში სექსუალურად ავიწროვებდა, ხოლო ზოგიერთ მათგანს ავტომობილით გასეირნებას სთავაზობდა. 

ის, რომ საგამოძიებო უწყებაში არაერთხელ დაიბარეს, თავად ზურაბ ქარელიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მას ცილს სწამებენ. ამ დროისათვის მას პედაგოგიური საქმიანობა შეჩერებული აქვს. 

ვიყავი გამოკითხვაზე და ეგ არის ცილისწამება  და დღეს შემაქვს სარჩელი ცილისწამებისთვის მაგათ წინააღმდეგ. ტყუილია, იმიტომ, იტყუება, რომ ეგ არის ნაძირალა „ნაციონალური მოძრაობის“ დავალება,  - ამბობს ქარელი. 

პარლელურად ირკვევა, რომ გამოძიება დაწყებული შიდა ქართლის კიდევ ერთ სოფელში. ამ შემთხვევაში საქმე მასწავლებლის მიერ პირვეკლასელი ცედმას ეხება. 

 

მსგავსი სიახლეები