სავარაუდო კანიბალიზმი თბილისში - რას ყვებიან ექიმის კოლეგები, რომლის ბინაშიც გახრწნილი ხორცი ნახეს
დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კანიბალიზმის შემთხვევა - ექსპერტიზის პასუხი ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ისევ არ უმხელს, რა მუხლით მიმდინარეობს საქმეზე ძიება. ქალი კი, ვის მიმართაც ეჭვები მეზობლებს გაუჩნდათ, სამი დღეა, არც სახლში და არც სამსახურში გამოჩენილა. ის მუხიანის კლინიკა "მედისონის" მოქმედი ექიმია.
კლინიკაში ექიმები "პირველებს" ეუბნებიან, რომ თანამშრომლისთვის უცნაური არაფერი შეუნიშნავთ და ის პუნქტუალური, მოწესრიგებული ექიმი და პროფესიონალია.
სახლში ექიმს რა აქვს სენახული ვისი საქმეა? ვინ ჰკითხავდა მეზობლებს? მე მიღებაზე ვიჯექი და რომ გამოვედი რაღაც ჩოჩქოლი იყო. პოლიცია იყო. ამდენი წელია აქ მუშაობს, ამდენი წელია მე აქ ვმუშაობ და არაფერუ ცუდი არ აგმიგია. ყველაზე წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ექიმი, - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.
ამასვე ამბობენ კლინიკის სხვა ექიმებიც.
ეგეთი პიროვნება არ არსებობს კოლექტივში. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, პაციენტების მიმართ როგორი თბილი... თუკი ვინმეს უჭირდა, მის გვერდით იდგა ყოველთვის. მე ვთვლი, რომ რაღაცა მოხდა ისეთი... ვერ ვიჯერებთ, რა... ვერც დავიჯერებთ, - ამბობს კიდევ ერთი ექიმი.
შეგახსენებთ, რომ სანზონაში, ექიმის სახლში, პოლიციამ დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი აღმოაჩინა. ნაპოვნია ასევე, ბანკებში მოთავსებული სითხე და კონტეინერებში შენახული ფეკალიები.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საქმე კანიბალიზმს ეხება. მოსახლეობას სუნი 3 თვეა, აწუხებს.