ჩვენ არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა ბნელეთი - პროდასავლურ აქციას კულუტურის წარმომადგენლების უერთდებიან
"შინ ევოპისკენ" - რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციას დღეს პოლიტიკოსების, რიგითი მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტებს გარდა კულუტურის წარმომადგენლების შეუერთდებიან.
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ დღვანდელ აქციაზე მოქალაქეები შვილების უკეთესი მომავლისთვის უნდა მივიდნენ.
ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ არ გვინდა ბნელეთი, რომელიც უბრალოდ, ჩვეულებრივ დაგვღუპავს, იმიტომ, რომ მას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შენ გაგხადოს არარაობა. შენ აბსოლუტური იგნორირება გაგიკეთოს როგორც ერს, როგორც ქვეყანას, აი, ამიტომ არის საჭირო, ჩვენ ჩვენი შვილების გადასარჩენად უნდა წავიდეთ, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
აქციაზე მისვლას გეგმავს კულტურის მინისტრის მიერ ეროვნული მუზეუმიდან გაშვებული მეცნიერი იულონ გაგოშიძეც.
საუკუნოვანი ოცნებაა ჩვენი, რომ ჩვენე ვროპაში ვიყოთ. ჩვენა ხლა გვაქვს შანსი, რომ ბოლოს და ბოლოს კანდიდატები გავხდეთ, რომ რაც გვევალება იმას მერე შევასრულებთ და ამიტომ საჭიროა, რომ ყველანი მოვიდეთ რუსთაველის გამზირზე, - ამბობს გაგოშიძე.