პოლიტიკური პარტიის დავალებას ასრულებენ - გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი თავს იმართლებს

20.06.22 13:26
პოლიტიკური პარტიის დავალებას ასრულებენ  - გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი თავს იმართლებს

გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი თავის მართლების რეჟიმშია.  ზურაბ ქარელი ამტკიცებს, რომ  სკოლის მოსწავლეების მას ცილს სწამებენ და სინამდვილეში მისი სიმკაცრე არ მოსწონთ. რაც შეეხება უფროსკლასელ ბიჭთან გარყვნილ ქმედებას, სკანდალში გახვეული მასწავლებელი  ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. 

ამასთან, ირკვევა, რომ ზურაბ ქარელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. მეტიც, ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია.

ვითომ  მე გოგონებს უფრო მაღალ ნიშნებს ვუწერ, ვიდრე ბიჭებს. ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, „გასწორდი მხრებში“-მეთქი და დავემუქრე, რომ ჩაგარტყამ თუ არ გასწორდები-მეთქი, რომ ვითომ ჩემი მანქანით ვთავაზობდი გაგასეირნებთ-მეთქი. ეს არის ბინძური ცილისწამება და ველოდებით დამთავრდეს ეს გამოძიება. აი. ეს ვერ აიტანეს მე რომ პრინციპულად და მკაცრად ვექცეოდი და მოინდომეს ჩემი დასჯა. როგორც ჩანს, რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის დავალებას ასრულებენ, რომლის ვერ გეტყვით, - ამბობს ზურაბ ქარელი. 

ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაცია კი ამბობს, რომ ზურაბ ქარელის მხრიდან ეს გარყვნილი ქმედების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა მას დანაშაულებებს "ქართული ოცნება" ჩქმალავს. 

მთელმა ქალაქმა და მთელმა შიდა ქართლმა იცის, რომ არაერთხელ არის შემჩნეული მსგავს ქმედებაში. გასულ წლებში გორის გიმნაზიიდანაც გამოაგდეს ანალოგიური ბრალებით უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მიუჩქმალა დანაშაული  და სკოლის დირექტორადაც კი დააწინაურა. ის არის გამორჩეული ძალადობრივი და ჰომოფობიური განცხადებებით და ბუნებრივია, რომ ცდილობს გადააბრალოს სხვას და მისი ეს საქციელი არაერთხელ ყოპფილა განხილვის საგანი ჩვენს რეგიონში. მფარველობენ ჩვენს რეგიონში და ხელს აფარებენ მის დანაშაულებრივ ქმედებებს, - ამბობს ადილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უფროსკლასელ ბიჭზე მასწავლებელმა იძალადა.   გარყვნილი ქმედებას თვეების განმავლობაში სისტემატურად ხასიათი ჰქონდა.

ირკვევა, რომ  ზურაბ ქარელს გარყვნილ ქმედებაში სხვა მოსწავლეებიც ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ შსს-ში უფროსკლასელთა არაერთი ჩვენება დევს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მოსწავლეებს  საკლასო ოთახში სექსუალურად ავიწროვებდა, ხოლო ზოგიერთ მათგანს ავტომობილით გასეირნებას სთავაზობდა. 

მსგავსი სიახლეები