ქურდობების სერია თბილისში - დოლიძის ქუჩაზე არასრულწლოვნებმა ორი მაღაზია გაქურდეს
თბილისში ქურდობების სერია გრძელდება - გაქურდულია დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხილბოსტნეულის და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები.
მაღაზიის მფლობელების თქმით, მომხდარის შესახებ მათ თავად პოლიციამ შეატყობინა. ორივე მაღაზიიდან მხოლოს თანხაა წაღებული.
ჩვენ დაგვირეკეს, გვითხრეს, მობრძანდითო, გატეხილი აქვს მაღაზია. მოვედით. ჩვენი თანდასწრებით მერე მოახდინეს ანაბეჭდების არება, დათვალიერება და ა.შ. , - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
„პირველების“ ინფორმაციით, მაღაზიების გაქურდვაში სავარაუდო ეჭვმიტანილები 17 წლამდე პირები არიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.