რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას 5 ევროპარლამენტარი მიმართავს

20.06.22 16:46
რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას 5 ევროპარლამენტარი მიმართავს

დღეს დაგეგმილ ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით 5 ევროპარლამენტარი მიმართავს. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა  "სირცხვილია", ავრცელებს. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. 
რასა იუკნევიჩიენე
მარკეტა გრეგოროვა
ჟიგიმანტას პავილიონისი
ანდრიუს კუბილიუსი
ანა ფოტიგა
წინ ევროპისკენ! 
შინ ევროპისკენ!, -
წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მოვლენების ეპიცენტრი  დღეს რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც  ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრება 20:00 საათზეა დაანონსებული. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად ღარიბაშვილის მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართველი ხალხის ნება პროდასავლური კურსი და ევროკავშირში ინტეგრაციაა. 

მსგავსი სიახლეები