"სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები" - რუსთაველის გამზირზე აქციისთვის მზადება მიმდინარეობს
შინ ევროპაში - ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე სამ საათზე ნაკლები დრო რჩება. რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამწერ აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო. ადგილზე სპეციალური სცენას, ეკრანებსა და ხმის გამაძლიერებლებს ამონტაჟებენ.
აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები არ იქნება. შეკრების მთავარ ინტრიგას "სირცხვილია" საიდუმლოდ ტოვებს.
პარლამენტის წინ ჩვენ ვიხილავთ ქართველი ხალხის ნების ზეიმს. ჩვენთან ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, ვინც არ უნდა იყოს ის და გამოხატოს თავისი ერთგულება ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
რაც შეეხება ამ დღეს სცენას, სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს. მოგვმართავენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში ადვოკატირებენ დიდი ხანია საქართველოს ევროინტეგრაციას.
პარლამენტთან მიმართვები ექნებათ სამოქალაქოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, ვიდეომიმართვები სხვადასხვა საერთაშორისო მქონე ქართელებს, ისეთ ადამიანებს, ვინც ყველას უყვარს და ბოლოს ყველაფერი დაგვირგვინდება მსვლელობით ევროპის მოედნისკენ, - ამბობს "სირცხვილიას" წევრი, შოთა დიღმელაშვილი.