ხელისუფლებამ ისტორიული შანსი გაფლანგა - მოსამართლე ქეთევან ერემაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე, დღეს დაგეგმილ პროდასავლურ აქციას უერთდება. იურისტი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს თავად ქმნის და მასში უხეშად ჩარევის უფლება არავის აქვს.
მძიმე იყო იმის ყურება, რომ ხელისუფლებამ არა თუ გაფლანგა ეს შანსი, რაც ასევე, ძალიან მძიმე საყურებელი იქნებოდა, არამედ ყველაფერი გააკეთა, პერსპექტივის კარი თვითონ გაეჯახუნებინა. ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეები, თვითონ ვქმნით საკუთარ მომავალს და არავის, ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს უფლება უხეშად ჩაჯღაბნოს ჩვენს მომავალაში საკუთარი საბჭოთა შესაძლოა, ძალიან კომფორტული წარსული. ეს არის რის გამოც მე და ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი მეგობარი ვიქნებით დღეს აქციაზე, - ამბობს ქეთევან ერემაძე.
მოვლენების ეპიცენტრი დღეს რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრება 20:00 საათზეა დაანონსებული. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად ღარიბაშვილის მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართველი ხალხის ნება პროდასავლური კურსი და ევროკავშირში ინტეგრაციაა.