კახა მახარაძის მკვლელობის საქმის ბრალდებულებს პატიმრობა შეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანულაში, კახა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ 3-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.
კახა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლოში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. სამი ბრალდებულიდან სხდომას ორი ესწრება. რაც შეეხება განზრახ მკვლელობისთვის უშუალო ბრალდებულს, ის დაჭრილია და კლინიკაში იმყოფებაა. დავით მინასოვი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
სისხლიანი გარჩევა გლდანულაში - 29 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილია კონფლიქტში მონაწილე კიდევ 4 ახალგაზრდა.
შსს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მომხდარით ,,ტვ პირველი" დაინტერესდა. უწყების ცნობით, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს. სამი პირი, რომლებმაც კახა მახარაძეს ჩასაფრება მოუწყვეს, დაკავებულია. ბრალდებულებს ადგილზე ხელკეტები ჰქონდათ მიტანილი.
აღსანიშნავია ასევე, რომ პირი, რომელიც უშუალოდ კახა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული, მოკლულის სისხლით ნათესავია.