ფართომასშტაბიან აქციამდე სამი საათით ადრე სპეცრაზმმა მობილიზება დაიწყო

20.06.22 17:31
ფართომასშტაბიან აქციამდე  სამი საათით ადრე სპეცრაზმმა მობილიზება დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაანონსებულ აქციის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლები დრო რჩება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სცენა მონტაჟდება. პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და საპოლიციო ძალებმა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მობილიზება დაიწყეს. 

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, საპოლიციო ძალების გადაადგილება ფიქსირდება პარლამენტის შიდა პერიმეტრზეც.   

"პირველების" კამერამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრებიც დააფიქსირა. 

კანცელარიის ეზოში ათობით ავტობუსია გაჩერებული, საპოლიციო ძალები და სპეციალური ტექნიკა სწორედ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაშია მოთავსებული. 

მოვლენების ეპიცენტრი  დღეს რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც  ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრება 20:00 საათზეა დაანონსებული. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად ღარიბაშვილის მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართველი ხალხის ნება პროდასავლური კურსი და ევროკავშირში ინტეგრაციაა.  

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები