თბილისის ცენტრში განგსტერული გარჩევის მონაწილეები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის ცენტრში განგსტერული გარჩევის მონაწილეები, ევგენი ნაჭყებია, ხვიჩა გაბუნია და თორნიკე ხრისტესტომიდი, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
განგსტერული გარჩევა ტურისტებით სავსე ქუჩაზე - ,,ტვ პირველის" "შაბათის ეთერმა" თბილისის შუაგულში, მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები შაბათს გაასაჯაროვა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული კადრების თანახმად, არაფორმალური დაჯგუფების ათობით წევრი აღმაშენებელზე 11 ივლისს, 23:30 წუთზე გამოჩნდა.
შეიარაღებული დაპირისპირებიდან მალევე, ჩხუბის 2 მონაწილე დაიჭრა. ერთ-ერთს გულსა და ფილტვში საშაურმიდან გამოტანილი სამზარეულოს დანა ჩაარტყეს. 32 წლის მამაკაცი ადგილობრივებმა "ალადაშვილის კლინიკაში" გადაიყვანეს.
"შაბათის ეთერის" ანონსის გასვლიდან რამდენიმე საათში, შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.