"დღეს არაფერი დაგეგმო" - რაგბის კავშირის განცხადება აქციის პარალელურად

20.06.22 18:44
"დღეს არაფერი დაგეგმო" - რაგბის კავშირის განცხადება აქციის პარალელურად

დღეს არაფერი დაგეგმო, ბორჯღალოსნების შემადგენლობა 19 საათზე დასახელდება - რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა და ყველას ეპატიჟება ნაკრების შემადგენლობის დასახელებაზე, რომელიც რუსთაველზე დღეს დაგეგმილ აქციამდე ერთი საათით ადრე გაიმართება.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, დღეს გაირკვევა, ვინ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გასამართ მატჩებში პორტუგალიის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებელი, სოსო ტყემალაძე.

 

მსგავსი სიახლეები