ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ყველა მხარესთან! - კელი დეგნანის გზავნილი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ შესრულდეს ევროპული საბჭოს მოთხოვნები:
საქართველოს მოსახლეობა ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის მტკიცე აზრს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ახლა არის დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველასთან, იმისათვის, რომ ის მოთხოვნები, რაც დაყენებულია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იქნეს შესრულებული და იმედია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი"- განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ევროკავშირს სურს მისი მიღება უბრალოდ ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი.
ევროპული საბჭოს არცერთი მოთხოვნა არ არის სიახლე. ეს ყველაფერი ყველამ ისედაც იცოდა და ახლა დროა ყველამ, მთავრობამ, ოპოზიციამ და ხალხმა გაერთიანება მოახერხოს, რაც მოემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი," - ამბობს კელი დეგნანი.