სტუდენტები "ოცნების" დეპუტატის წინააღმდეგ - ახალგაზრდები დიმიტრი სამხარაძეს ამხელენ
სტუდენტები "ოცნების" რადიკალ დეპუტატს უპირისპირდებიან - ახალგაზრდები დიმიტრი სამხარაძეს რეგიონებში მოწყობილ პროვოკაციებში ამხელენ. სტუდენტები ყვებიან, რომ აქციამდე, მაშინ, როდესაც ისინი საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, მათ სწორედ დიმიტრი სამხარაძის მიერ კოორდინირებული ჯგუფები არბევდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ.
კამპანია ჩავატარეთ თბილისის მასშტაბით, სადაც ყველა ლოკაციაზე დაგვხვდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულის წარმომადგენლები, სწორედ მათ ხელმზღვანელობდა და კოორდინირებას უწევდა დიტო სამხარაძე. აქტიურად აზიარებდა ამ შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების ვიდეოებს, ამიტომ დიდად მორალური და ზნეობრივი მოლდინები მე და არცერთ სტუდენტს დიტო სამხარაძისგან არ გვაქვს. ერთეული ადმაიანების დასჯა, პირველ რიგში, რომ არ ხდება და არც ახლა მოხდება და ჩვენ ყველაფგერს გავაკეთებთ სისტემური ცვლილებებისთვის, რომ ისჯებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეებიც, პოლიტიკოსებიც, კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორიდ ა არავის შერჩეს ძალადობა, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
კიდევ ერთი სტუდენტი კი მიიჩნევს, რომ სამხარაძისნაირ ჭანჭიკებზე დროის ფუჭად დაკარგვა არ ღირს, თუმცა ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური ფიგურა უზნეო საქციელს სჩადის, მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
გამიზნულად მიმართვადა იგი იქ შეკრებილ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახელი და გვარიც ისმის, ნათელია, რომ ადამაინი, რომლის მიმართაც აჟღერებდა ამგვარ შეურაცხმყოფელ გვარებს, მართლაც მოიაზრებდა ერთგვარად ამ განცხადების ადრესატად. მოლდინი იმისა, რომ მათ ეყოფათ პოლიტიკური კულტურა იმისა, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ნაკლებად არსებობს, ამიტომ ამ ჯგუფთან და ამ საზოგადოებასთან მსგავსი ტიპის საუბარი, შეიძლება ფუჭად დაკარგული დრო იყოს და უმჯობესი იყოს, ისევ იმ შემართებით, იმ ძალისხმევით და ენერგიით გავაგრძელოთ ბრძოლა იმ მიზნების მისაღწევად, რატომაც ვიყავით აქ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ სამხაარძისნაირ ჭანჭიკებზე ვადავოთ. ადამიანი, რომცა მსგავს განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკური ფიგურაა, უნდა დატოვოს, რა თქმა უნდა, თანამდებობა, მაგრამ მოლოდინი ამის არ გვაქვს, - ამბობს აქტივისტი.
დიმიტრი სამხარაძე ამ დრომდე დეპუტატია. მისი უხამსი და შეურაცხმყოფელი ქმედებით საგამოძიებო უწყება ამ დროომდე არ დაინტერესებულა.