დიზელი კიდევ უფრო გაძვირდა

04.07.22 15:06
დიზელი კიდევ უფრო გაძვირდა

ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასებმა ისევ მოიმატა. ინფორმაციას სააგენტი BM.GE ავრცელებს.

21 ივნისიდან, „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები სხვადასხვა კატეგორიაზე 5-19 თეთრით არის შეცვლილი. განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. მათ შორის, ეკო დიზელზე ფასმა 19 თეთრით მოიმატა და ახლა 4.76 ლარი ღირს,  ევრო დიზელზე - 18 თეთრი მატების შემდეგ ფასი 4.72 ლარია

გაძვირების ტრენდია "სოკარის" ქსელშიც. ფასები 5-11 თეთრით გაიზარდა. "გალფის“ ბრენდით მოქმედ ავტოგასამართ ქსელებში ფასის 7-10 თეთრიანი ზრდაა.

კრიტიკულად რთული ვითარებაა დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან დიზელის საერთაშორისო ფასები „პლატსის“ მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილია, მეორე ფაქტორი ის არის, რომ მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა დიდი პრობლემებია. აზერბაიჯანიდან 2 თვეზე მეტია, დიზელის მოწოდება არ ხდება და ეს ფაქტია. მიზეზი აზერბაიჯანის დიზელის საწარმოო ქარხნის გადაიარაღებაა. საქართველოში რეალიზებული დიზელის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ მოკლე იყო. გარდა ამისა, რუსეთიდან დიზელის საწვავი საკმაოდ შეფერხებებით მოდის. ამ ფაქტორებმა, დიზელის ფასი ერთი თვის განმავლობაში 40-45 თეთრით გაზარდა  - განმარტა 29 ივნისს BM.GE-სთან  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები