ინტერვიუ ქართველი ჯარისკაცის შვილთან, რომელიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა

19.04.21 11:02
ინტერვიუ ქართველი ჯარისკაცის შვილთან, რომელიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა

 რუსული ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შვილი ტვ პირველთან  მამის შესახებ საუბრობს. დავით შარტავას შვილი ჰყვება, რომ მამა რუსეთის მხრიდან  უსამართლობის მომსწრე არა ერთხელ იყო, რამაც მას ქვეყნის დაცვის  სასამხურში ყოფნის სურვილი გაუჩინა. 

დაღუპული კომანდოსის ვაჟის თქმით, ხელისუფლებამ დავით შარტავას ღვაწლი სამშობლოს წინაშე არც ერთხელ არ დააფასა, თუმცა ის უკრაინაში საბრძოლველად მაინც წავიდა. 

გუშინ დაიღუპა, დაახლოებით საღამოსკენ შეტაკებებისკენ. იყო სანგრებში და ყუმბარა ჩაუგდეს. მამაჩემი ძალიან გამოცდილი ჯარისკაცია. 2004 წლიდან მოყოლებული ის იბრძვის. 2004-ში ის ცხინვალში იყო, იყო კომანდოსი და როდესაც ამერიეკლებმა პირველად ჩაატარეს საქართელოში  წვრთნები, სწორედ ეს წვრთნა გაიარა მან. კომანდოს წევრი იყო, 2004-ში ის შევიდა ცხინვალში, თუმცა არანაირი დაფასება არ ჰქონია არც ერთხელ ხელისუფლების მხრიდან და ამიტომაც, მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტა, რომ 2016 ში წასულიყო უკრიანაში, გაეგრძელებინა თავის საქმე, მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ამით თავისი წვლილი შეეტანა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. მან გამოიარა 9 აპრილი, გამოიარა აფხაზეთის ომი. მაშინ ბავშვი იყო, ამ ყველაფერს ხედავდა და ეს ყველაფერი ილექებოდა მის გონებაში. რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი განცდები ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, -  ამბობს შარტავას ვაჟი. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" წევრი დაიღუპა. კომანდოს დავით შარტავას რუსმა აგრესორებმა, ГП-25 ის ჭურვი ჩაუგდეს სანგარში.