საქართველოში დღეს დილიდან სამი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს დილიდან სამი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა სოფელ სამებასთან 07:36 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4.8 (ml) მაგნიტუდა იყო.
მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 09:10 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა და მისმა სიდიდემ 4.7 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
მესამეჯერ მიწისძვრა სოფელ სამებასთან 09:18 საათზე განმეორდა. მისმა სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.