თემირლანის ტელეფონიდან წაშლილია Facebook-ი, რომ სიმართლე არ მეჩვენებინა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

15.07.22 11:43
თემირლანის ტელეფონიდან წაშლილია Facebook-ი, რომ სიმართლე არ მეჩვენებინა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ტელეფონი, კომპიუტერი და ფულადი თანხა - ეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ნივთებია, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნეს, თუმცა ირკვევა, რომ ტელეფონიდან მოკლული ახაგაზრდის პირადი მონაცემები წაშლილია.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურამ ეს განზრახ გააკეთა, რათა მისი მიმოწერის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცობილი არ ყოფილიყო. 

დაგვიბრუნეს თემირლანის მობილური, მისი კომპიუტერი და ის ფულადი თანხა, რომელიც ჩემი სახლიდან ყაჩაღურად, ბანდიტურად ჰქონდათ გატაცებული. მისი ტელეფონიდან ამოშალეს მთლიანად ფეისბუკი, იმიტომ რომ იმ ფეისბუკზე ისინი ავრცელებდნენ ძალიან ბინძურ ჭორებს. რომ არ მეჩვენებინა სიმართლე წაშლილია ფეისბუკი. რაც შეეხება WhatsApp -ს, გიორგობიანის ენით, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, დაებრალებინა თემირლანისთვის ეს ტერორიზმი, იმ WhatsApp -შიც ასეთი არაფერი არ არის“. - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში'', რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეზე მუშაობს, ამბობენ, რომ შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები