სისხლიანი და მინებჩამსხვრეული მანქანა ვარკეთილში - ადგილზე სამართლადამცველების მობილიზებაა
სამართლადამცველების მობილიზება ვარკეთილში. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშროლებს ჯავახეთის ქუჩა ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული.
"პირველების" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მინებჩამსხვერიული მანქანა დახვდა.
"შკოდას" მარკის ავტომობილი, რომელსაც ამ წუთებში დათვალიერება უტარდება ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბალანსზე უნდა იყოს დარიცხული.
იყო თუ არა სისხლიანი გარჩევა და რა მოხდა ვარკეთილში და ვის ეკუთვის ავტომობილი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის დუმს.