„ოცნება“ იოსებ გოგაშვილს სისტემის მხილების გამო სჯის - ნინო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი არის პოლიტპატიმარი და ისინი სამართლებრივ ბრძოლას და სისტემის მხილებას აანონსებენ.
გოგაშვილის ქალიშვილი ამბობს, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც დღეს მამამისმა ციხიდან გაავრცელა.
ნინო გოგაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იოსებ გოგაშვილს სისტემის მხილების გამო სჯის.
„იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რაც მამაჩემმა დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა. კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.
„ქართული ოცნება“ სჯის იოსებ გოგაშვილს სისტემის მხილების გამო. ისინი ცდილობენ, რომ შური იძიონ მასზე და გააჩუმონ. ამასთან არის დაკავშირებული ის ცრუ ბრალდებები, რომელებიც მას აქვს დღეს წაყენებული და ის სამართლებრივი ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც არ სურთ რომ ისაუბრონ.
ვფიქრობთ, რომ ამით არ არის დამთავრებული პროცესი. ვგულისხმობ ამ სისტემის მხილებას. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, რომ დამტკიცდეს, რომ სი ცრუ ბრალდებების გამო არის დღეს დაკავებული. მან დღეს განაცხადა, რომ რაც შეეძლო თავისი ძალებით შიგნიდან იბრძოდა და რაც დატოვა თანამდებობა, შემდეგ გააგრძელა უკვე საჯაროდ ბრძლა სხვა კუთხით“.- თქვა ნინო გოგაშვილმა.
დღეს სოსო გოგაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ყველანაირი დავალების შესრულებას მოითხოვდა.