სისხლიანი მანქანა ვარკეთილში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

23.07.22 15:42
სისხლიანი მანქანა ვარკეთილში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

სისხლიანი მანქანა ვარკეთილში - შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით დაიწყო, რაც  სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის და ადგილზე "პირველების" გადამღები ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა ვარკეთილში.

ამ დრომდე, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშროლებს ჯავახეთის ქუჩა ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული.

"შკოდას" მარკის ავტომობილი, რომელსაც დათვალიერება უკვე ჩაუტარდა ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბალანსზე უნდა იყოს დარიცხული.

მსგავსი სიახლეები