18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქე აცრას შეძლებს - ჯანდაცვის სამინისტრო

19.04.21 18:16
18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქე აცრას შეძლებს - ჯანდაცვის სამინისტრო

კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა - მოქალაქეებს სისტემაში შეუძლიათ დააფიქსირონ, თუ რომელი ვაქცინით სურთ აცრა. ამისთვის მათ მხოლოდ 3 არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19-ს წინააღმდეგ ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

სარეგისტრაციო პლატფორმაზე ttps://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome მოქალაქეებმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ.

მსგავსი სიახლეები