გოგაშვილის სკანდალური წერილი - მუხთარლი სუს-ის ყოფილი შეფის გამოკითხვას ითხოვს

27.07.22 11:19
გოგაშვილის სკანდალური წერილი - მუხთარლი სუს-ის ყოფილი შეფის გამოკითხვას ითხოვს

საქართველოს პროკურატურაში გოგაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა უკვე შესულია - აფგან მუხთარლის ადვოკატებმა ირაკლი შოთაძეს წერილი დღეს დილის 9 საათზე სამუშაო  საათების დაწყებისთანავე გაუგზავნეს.

აფგან მუხთარლის ინტერესების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი,  სკანდალური ინფორმაციის გამავრცელებელის, სოსო გოგაშვილის, სასწრაფოდ დაკითხვას ითხოვს.

გავრცელდა სკანდალური და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული მოწმის მიერ და იმედს ვიტოვებთ, რომ სათანადოდ იმოქმედებს გენერალური პროკურატურა. მივმართეთ უკვე უწყებას, რომ უზრუნველყოს ეფექტური გამოძიების ჩატარება, ანუ ინფორმაციის გამავრცელებელი ყოფილი მაღალჩნოსნის გამოკითხვა, ასევე დამატებით იმ ხალხის დაკითხვა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია და საქმეზე იმედი სათანადო რეაგირება მოხდება“. - ამბობს ადვოკატი.

თბილისის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტი კი რუსთავის ციხეში გოგაშვილის დაცვის ზომების გაძლიერებას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, არსებობს რისკი რომ გოგაშვილის ლიკვიდაცია მოხდეს.

მუხთარლი ასევე ამბობს, რომ სუს-ის ყოფილ შეფს სისტემის სამხილებლად კიდევ ბევრი აქვს სათქმელი.

სოსო გოგაშვილმა დაადასტურა, რომ ჩემი გატაცება მოხდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, რომ გოგაშვილის დაცვის ზომები გააძლიერონ. ასევე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყურადღება მიაქციონ გოგაშვილის სიცოცხლის დაცვას. რადგან არსებობს რისკი, რომ ის ციხეში შესაძლოა, მოკლან. აზერბაიჯანში არსებობდა ასეთი ისტორიები, როდესაც განსაკუთრებული მოწმეების მკვლელობა ხდებოდა ციხეებში და შესაძლოა, საქართველოშიც არსებობდეს ამის რისკი. გოგაშვილმა ძალიან ბევრი რამე იცის, არამხოლოდ ჩემს საქმესთან დაკავშირებით, არამედ ბევრ დანაშაულთან დაკავშირებით. იქნება ალბათ მისი სხვა განცხადებებიც, რომელიც სისტემას ამხელს“.- ამბობს მუხთარლი.

წერილში, რომლიც გოგაშვილმა ციხიდან გააგვრცელა, წერია, რომ მუხთარლი თბილისიდან ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 

მსგავსი სიახლეები