არჩევნების შესაძლო გაყალბება - ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

27.07.22 15:22
არჩევნების შესაძლო გაყალბება - ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორი იმყოფება.  ადამიანების მოსყიდვა, უფლებამოსილების გადამეტება - უკვე ერთი საათია, ნინო დოლიძე არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით მთავარ საგამოძიებო უწყებას ჩვენებას აძლევს.

წარვადგინეთ ანგარიში, სადაც საუბარია არჩევნებზე ადამიანთა მობილიზების სავარაუდო ფაქტებზე, რაც უკავშირდება ადამიანებზე ინფორმაციის შეგროვებას, მათზე ზეწოლის ფაქტებს. 

გვაქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, რაც ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მნიშვნელოვანია, ამასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. ამ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას. 

დღეს აქ ვარ, რომ ანგარიშთან დაკავშირებით ვისაუბრო. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას - განაცხადა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ნინო დოლიძემ 

გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღო იმის მიუხედავად, რომ მის ხელშია ასობით ფაილი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას და შანტაჟს ადასტურებს.

უკვე ერთი კვირაა, ფაილების გარდა საგამოძიებო უწყებას  იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ჩვენებიც აქვს, ვისაც სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, მტიცებულებები და არჩევნების გაყალბების სქემა გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები