ვენდეტა ახალდაბაში - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულისირენა მაჭარაშვილი დააკავეს.
სასტიკი მკვლელობა ახალდაბაში დღეს გამთენიისას მოხდა. ვალერი ნაცვლიშვილს ჩასაფრება მოუწყვეს და საკუთარი სახლის სიახლოვეს მოკლეს.
მომხდარი ორ გვარს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. გასულ წელს ვალერი ნაცვლიშვილის ძმაც მოკლეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი უფროსი შვილიც მაჭარაშვილმა მოკლა.