საბედისწერო დაბადების დღე - მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა

28.07.22 18:18
საბედისწერო დაბადების დღე - მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა

მკვლელობა საბედისწერო დაბადების დღეზე. თბუილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა,  ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ  დაპირისპირებას შეეწირა.

ამ წუთებში კი ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვების სერია მიმდინარეობს. პოლიციაში 50-მდე პირი იმყოფება. მათ შორის ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.

საბედისწერო დაბადების დღე - 20 წლის ბიჭს დანა გულის არეში ჩაარტყეს. ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის  ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის,  შვილია. 
სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

,,პირველების" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში არასრულწლოვანი გოგოს დაბადების დღე აღინიშნებოდა.

გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში. 

 


 

მსგავსი სიახლეები