გუდაურში ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 9 ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს
ავიაკატასტროფას შეწირული 8 გარდაცვლილის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან უკვე ამოსვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა კატასტროფის მიზეზი და რას შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე.
გუდაურში საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ის მთელი ღამიოს განმავლობაში დაკეტილი იყო. შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 და პარაპლანის ჩამოვარდნის გამო დაღუპული ერთი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.