სარალიძის მკვლელობის საქმე - კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

20.04.21 11:58
სარალიძის მკვლელობის საქმე -  კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა რეზონანსულ საქმეზე შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის გამოკითხვას ითხოვს.

თოდუამ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა.

ჩემი საჩივარი კონკრეტულ მოხელეებს ეხებათ, რომლებმაც თავიანთი გულგრილობით, არაკვალიფიციურობით საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ უნებლიედ მენაბდეს მფარველობდნენ. ეს არის გამოძიების პირველი ეტაპი, ვიდრე გახარია ახალ გამოძიებას დაიწყებდა. ახალი გამოძიების ეტაპზე , მენაბდეს ფაქტობრივად მფარველების სახით გამოუჩნდა გახარია-საბანაძის გუნდი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახით"- აცხადებს ადვოკატი. 

 

მსგავსი სიახლეები