მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გათავისუფლდეს

20.04.21 12:09
მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გათავისუფლდეს

სახალხო დამცველის მოადგილე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს ეხმიანება. გიორგი ბურჯანაძე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი ლიდერის უპირობოდ გათავისუფლებაა შესაძლებელი. 

სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 70 
დანაშაულის ჩამდენი შეიძლება, გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.“
ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გათავისუფლდეს. ეს მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია (გირაოს და ყველაფრის გარეშე). 
სრულიად პოლიტიკური სპექტრია ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული საქართველოში. ეს არის საკითხი, რომელიც დასავლური ინტეგრაციის წინაპირობაა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი ვალდებულებაა გენერალური პროკურორისთვის,
- წერს ბურჯანაძე საკუთარ Facebook გვერდზე.