ლანჩხუთში, ტყეში 51 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს

20.04.21 12:45
ლანჩხუთში, ტყეში 51 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხვარეთთან ახლოს, 51 წლის ზაზა წილოსანის ცხედარი იპოვეს. როგორც "პირველებმა" გაარკვია, წილოსანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

გარდაცვლილი წარსულში მასამართლევი იყო და ადგილობრივები არ გამორიცხავენ რომ შურისძიებასთან ჰქონდეთ საქმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები