ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი, სავარუდოდ, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა გახდა - ახალი დეტალები

06.08.22 12:59
ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი, სავარუდოდ, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა გახდა  - ახალი დეტალები

ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი, სავარუდოდ, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა გახდა. პირველებმა მედისკოებს შორის დაპირსპირებაზე ახალი დეტალები გაარკვია. 

დაჭრილი ექიმი ახლა პალატაში გამომძიებლებს ელოდება. კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორმა სამართლდამცველებს უნდა უთხრას რა გახდა ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 71 წლის თანამშრომელმა. 

გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია და სავარუდოდ დღესვე გამომძიბლები გამოკითხავენ.

ბრალის წარდგენის მოლოდინშია კოლეგაზე თავდამსხმელი თეიმურაზ ბეჟანიძე. მასთან ჯერ არ შესულა უფლებადამცველი.

ბეჟანიძის მეზობლები მომხდარით შოკირებულები არიან. მათი თქმით, 76 წლის ექიმი იარაღს ზოგადად არ ფლობდა, მათ ეს არასდროს შეუნიშნავთ. 

"მისი შვილით კლინიკაში მუშაობს, როგორც ვიცი, ექიმია. 80 წელს მიღწეული კაცია და ხომ უნდა მოითმინო". - ამბობს მეზობელი.

შსს-მ 76 წლის ექიმი გუშინვე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბეჯანიძეს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები