გამყრელიძე მინისტრმა გაუშვა და ეს სამინისტროში დიდ საკადრო წმენდას უკავშირდება - ჯანდაცვის წარმომადგენლები

06.08.22 13:22
გამყრელიძე მინისტრმა გაუშვა და ეს სამინისტროში დიდ საკადრო წმენდას უკავშირდება - ჯანდაცვის წარმომადგენლები

დიდი ჯახი ჯანდაცვის სამინისტროში - გახდა თუ არა ქვეყნის ნომერ პირველი ეპიდემილოგი ამირან გამყრელიძე ზურაბ აზარაშვილთან დაპირსპირების მსხვერპლი? 

სანამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანილი დუმილს დაარღვევს და პოსტიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდება, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ  გამყრელიძე მინისტრმა გაუშვა და ეს სამინისტროში დიდ საკადრო წმენდას უკავშირდება.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც გამყრელიძეს, როგორც ამჟამინდელ, ისე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან ჰქონდა. 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა ეპიდემიოლოგის თანამდებობა.

„ჩემი ინფორმაციით, ბატონი გამყრელიძე დაპირისპირებული იყო როგორც ამჟამინდელ მინისტრთან ისე წინა მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან და ამ დაპირისპირებას შეეწირა. ყველა ახალი მინისტრი ცდილობს ხოლმე, რიომ მთლიანად გაწმინდოს სისტემა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბატონ გამყრელიძესთან არის რიგი კითხვები პანდემიიის პერიოდთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი დამსახურებისა, არსებობს ასევე კითხვები და პასუხისმგებლობები, რომელიც მანაც უნდა გაიზიაროს მაშინდელ მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად“. - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
 

მსგავსი სიახლეები