თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

03.03.21 15:27
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან მოხდა.

 ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები  თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები