სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - დაჭრილის დედის პირველი კომენტარი

20.04.21 13:10
სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში  - დაჭრილის დედის პირველი კომენტარი

ნაკაშიძის  ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარი დაჭრილის დედამ ტვ პირველთან გააკეთა. მისი თქმით, ლევან ათანელაშვილი ეზოში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მასთან უცნობი პირი გლოვოს მოპედით მივიდა. უცხობმა პირმა მას ქუჩის სახელი ჰკითხა, რის შემდეგაც საკურიერო ყუთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და მისი მიმართულებით გაისროლა. 

მარცხენა ზედა კიდური აქვს დაზიანებული. ძაღლს ასეირნებდა უბანში, არც ვიცით რა მოხდა, არც ვიცით ვინაა შენიღბული გლოვოს მოპედით ყოფილა, წინასწარ განზრახვით იარაღით იყო, 2 ტყვია აქვს მოხვედრილი,  - მარინა კიკაურიძე. 

როგორც ირკვევა, "ათანელას" დაჭრის შემდეგ თავდამსხმელს დაჭრილის მეზობლები და მეგობრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დოლიძე-ხილიანის გზა რამდენიმე საათია გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ  მომხდარზე გამოძიება - 19/108 და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა შეძენა ტარებას გულისხმობს.