გაჟონა თუ არა საგამოცდო ტესტებმა აზერბაიჯანელ აბიტურიენტებში? - Naec-ის განცხადება
გაჟონა თუ არა საგამოცდო ტესტებმა აზერბაიჯანელ აბიტურიენტებში? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
Naec-ი არაფერს ამბობს, მონაწილეობდნენ თუ არა რეპერიტორები ტესტების თარმანში. მათივე მტკიცებით, პროცეს სრულად აკონტროლებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ირწმუნება, რომ ინფორმაცია თითქოს აბიტურიენტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აზერბაიჯანულენოვანი საგამოცდო ტესტის პასუხები, სიმართლეს არ შეესაბამება.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აზერბაიჯანულენოვანი საგამოცდო ტესტის პასუხების შესახებ.
გაცნობებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.
გამოცდის პირველადი შედეგების ანალიზის მიხედვით, სტატისტიკა იმის მსგავსია, როგორიც წინა წლებში იყო. აზერბაიჯანულენოვანი ტესტი წელს წერა 2138-მა გამოსაცდელმა, მათგან ზღვარი ვერ დაძლია 931-მა აპლიკანტმა. მაშინ, როდესაც ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ყველაზე მაღალი, 75 ქულის, მიღება შეძლო მხოლოდ ერთმა გამოსაცდელმა. საშუალი ქულა გამოვიდა 29,92.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს ყველა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისათვის უზრუნველყო ერთი ტესტის მომზადება და გამოსაცდელებმა ის ერთდროულად წერეს, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფდა თანაბრობის დაცვას. გარდა ამისა, ტესტის თარგმნისას ცენტრს შემუშავებული აქვს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტის დავალებების კონფიდენციალურობას. თარჯიმანი ტესტს თარგმნის მხოლოდ საგამოცდო ცენტრში, ტესტის შემდგენლების თანდასწრებით. მას არ აქვს ტესტის არც ბეჭდური და არც ელექტრონული ვერსია. ზოგადი უნარების ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე და დავალებათა სიმრავლის გამო ტესტის დაზეპირება თარგმნისას ყოვლად შეუძლებელია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ აჰყვეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.