ენმ-ს ახალგაზრდულის წევრი ამტკიცებს, რომ ქუჩაში თავს პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ
თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით - "ნაციონალური მოძრაობის" ახალგზრდული ფრთის წევრი ამტკიცებს, რომ დადიანის ქუჩაზე თავს პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ. ბექა კვაჭანტირაძე ირწმუნება, რომ 5 პირი მას აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
გადავადგილდებოდი ნახალოვკაში, ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ რა დროსაც დაახლოებით ხუთმა ადამიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ადმაინები წინსაარჩევნო პერიოდში შემჩნეული არიან "ქართულ ოცნებასთან" კოორდინაციაში, ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც უბნის გარეთ ეხმარებიან ხოლმე "ქართულ ოცნებას" ხმების მობილიზებაში. მესროლა ერთ-ერთმა მათგანმა ანთებული სიგარეტი, რაც საბედნიეროდ ოდნავ მომხვდა და რამე განსაკუთღებული ზიანი არ მიმიღია, მაგრამ ეს იყო მკაფიო გამოხატულება პოლიტიკური დისკრიმინაციის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო. ადგილზე არავინ დაუკავებიათ და ჩემი ძალიან დიდი ძალისხმევის შემდეგ ჩაწერეს გამოკითხვის ოქმში, რომ პოლიტიკური ნიშნით დამსხნენ თავს, - ამბობს კვაჭანტირაძე.
სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.