დასანქცირდებიან თუ არა კრიტიკული არხები - არასამთავრობოები მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ

10.08.22 13:14
დასანქცირდებიან თუ არა კრიტიკული არხები - არასამთავრობოები მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ

შეასრულებს თუ არა მარეგულირებელი კომისია კიდევ ერთ პოლიტიკურ დაკვეთას - ბექაურის უწყება ჯერ ისევ დუმს. საუბარია "ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკული არხების დასანქცირების მოთხოვნაზე. 

არასამთავრობო სექტორი მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს ნუ გახდება ხელისუფლების დასამჯელო ინსტრუმენტი და ნუ შეზღუდავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.

"მედიის ადვოკატირების" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კრიტიკული მედიის შესუსტებას ცდილობს. 

მმართველი პარტიის მცდელობა მის მიმართ კრიტიკა არ ყოს გაჟღერებული და მათ შორის, დაიჭიროს თადარიგი შემდგომი არჩევნებისთვის არ შეესაბამება დემოკრატიულ ქვეყნის მმართველობის პრინციპებს. დარწმუნდით, რომ ნამდვილად შემცირებული მაუწყებელტა შემოსავლები. ცხადია, ამ პროცესის და სხვა პოლიტიკური პროცესების ფონზე კომუნიკაციის კომისიაში მიმდინარე ახალი წარმოება მედიასაშუალებების ფინანსების შემცირებისკენ, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ ეს ნაბიჯიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა შესუსტდეს კრიტიკული მედია ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს ნათია კაპანაძე. 

მსგავსი სიახლეები