ე.წ. სუსის მოსმენების საქმე - ,,ტვ პირველის" წამყვანს, მაია მამულაშვილს, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
"ტვ პირველის" წამყვანს ე.წ. სუსის მოსმენების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. მაია მამულაშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა, სადაც ის მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.
ლილუაშვილის უწყებიდან გამოტანილი ფაილებით დასტურდება, რომ ჟურნალისტის კომუნიკაციას რეპოდენტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემატიურად უსმენდა და იწერდა, შემდეგ კი ოპერატიულ ცნობებს წერდა და აარქივებდა.
მაია მამულაშვილი სუსის მიერ ჩაწერილი საუბრების ავთენტურობას ადასტურებს, საქმე ეხება ერთ-ერთ თეოლოგთან სატელეფონო საუბარს.
გამოძიების მხრიდან იყო სტანდარტული კითხვები. აინტერესებდათ, რამდენად ვადასტურებდი იმ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ერთ-ერთ თეოლოგთან ჩემს კომუნიკაციას ეხება. დავუდასტურე ეს ყველაფერი, იყო დამატებითი კითხვებიც.
ამ ყველაფრის შედეგად დაზარალებულად მცნეს.
მე ვითხოვ დროის თვალსაზრისით სწრაფად გამოძიებას - განაცხადა მაია მამულაშვილმა.
პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ,,ფორმულას" ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილსაც.