წულუკიანმა უთხრა, რომ "ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდითო" - რა ხდებოდა ეკა კიკნაძის პროცესზე
საქალაქო სასამართლომ დღეს თეა წულუკიანის რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლის, ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის საქმე განიხილა. პროცესზე მოწმის სახით სამსახურიდან ასევე უკანონოდ გათავისუფლებული ნანა ბურჭულაძე გამოიკითხა.
ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე მეცნიერების და კულტურის მინისტრის პირველი შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, წულუკიანი მეცნიერებს პირველი დღეს დაემუქრა, რომ წლის განმავლობაში მათ სანერვიულოს არ გამოულევდა.
ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ კულუტრის მინისტრმა შეხვედრაზე მათი მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. მათ შორის, იყო ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ეკა კინაძეც, რომელსაც წულუკიანმა უთხრა, რომ ამბიციური იყო და უნდა გაჩუმებულიყო.
აღნიშნული მოწმის ჩვენება, სავარაუდოდ, ეკა კინაძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გახდეს.
ეკას მიმართ პირველივე შეხვედრაზე მან გამოამჟღავნა განსაკუთრებული მიუღებლობა მისი პიროვნების, იმიტომ, რომ როდესაც ქალვბატონო ეკა შეეცადა განმარტების მიცემას, უთხრა, რომ "თქვენ ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდით". არ ალაპარაკა, დასვა, უთხრა, რომ "თქვენ გაჩმდით, დაბრძანდით" და კიდევ იყო რაღაც ისეთ გამოსვლები, რომლითაც ყველას ჩვენ მოგვმართავდა, ძირითად ნაწილს, რაღაცა შეურაცხმყოფელად, - თქვა პროცესზე ბურჭულაძემ.
წულუკიანთან პირველ შეხვედრაგაიხსენა თავად ეროვნული მუზეუმის ყოფილმა დირეტქორმაც. ეკა კიკნაძეც ბურჭულაძის მსგავსად კულტურის მინისტრის აგრესიულ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
დამცირება და დისკრიმინაცია თეა წულუკიანის მხრიდან არის მისი აბსოლუტურად შეგნებული არჩევანი. ამის მანიფესტაციას ის ახდენს მუდმივად, განსაკუთრებით ბოლო საჯარო გამოსვლაზე და ასეთ იყო ეროვნული მუზეუმის ტანამშრომლების მიმართ და კონკრეტულად მის მიმართ. მე როდესაც ვიხსნებ ჩვენს პირველ შეხვედრას, მე არ მტოვებს გაკვირვების განცდა, იმიტომ, რომ პირველად ვხვდებოდი ადამიანს და იყო გამაოგნებელი როგორ შეიძ₾ება ადამინს ასე სძულდა, რომელსაც ხედავ პირველად. რაც არ უნდა ცუდად აფასებდეს ჩვენს მუშაობას თეა წულუკიანი, ჩენს მუშობას სხვა შემფასებლებიც ჰყავს, გაცილებით მასზე უფრო კომპეტენტურები, - ამბობს ეკა კიკნაძე.
ეკა კიკნაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 21 სექტემბერს ჩაინიშნა.