აქცია გორში - ატენის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას აპროტესტებს
აქცია გორში - სოფელ ატენის მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე 20 დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, მიზეზად კი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ, რომელიც სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად ჩატარდა.
ადგილობრივების თქმით, სოფლის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი აქვს, მრიცხველების არარსებობის გამო კი ბაღებს რწყავენ და დანარჩენ ატენს აღარ მიეწოდება. მოსახლეობა წყლის გრაფიკის დაწესებასაც ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ვადას პირველ სექტემბრამდე აძლევს, წინაღმდეგ შემთხვევაში გორის მერიის წინ შიმშლობას დაიწყებენ.
აუტანელი, გაუსაძლისი მდგომარეობაა. გვეუბნებიან, წყალი ეკონომიურად იხმარეთო, მაგრამ 20 დღეა, წყალი არ მოსულა. როგორ უნდა ვიხმაროთ ეკონომიურად? სოფელი იხვეწება, კვირაში ერთი საათი იყოს წყალი. სადაც დავრეკეთ, ყველა გვეუბნება, თქვენი პრობლემააო. ეს როგორააა ჩვენი პრობლემა?
თუ გამრიცხველიანობა არ იქნება პირველ სექტემბრამდე, 33 კაცი ვსხდებით გორის მერიის წინ საშიმშილოდ. - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.