სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტს უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნით მიმართა

10.08.22 19:35
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტს უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნით მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მანდატის გაფართოებას ითხოვს. სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილმა, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნდა გაეზარდოთ საგამოძიებო უფლებამოსილება იმ საქმეებზე, რომლებზეც ევროსასამართლო ხელახალი გამოძიების ვალდებულებას დააკისრებს.

მიგვაჩნია, რომ სამსახურს უნდა გაეზარდოს საგამოძიებო უფლებამოსილება იმ საქმეებზე, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მინისტრთა კომიტეტი სამსახურს ხელახალი გამოძიების ვალდებულებას დააკისრებს და ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული მუხლით შემოფარგლული - ნებისმიერი კონვენციური მუხლის გამოძიების ვალდებულება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა გადმოეცეს - ამბობს ნათია სონღულაშვილი.

მსგავსი სიახლეები