მილიონები "ოცნების" შემომწირველებს - რატომ ვერ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქეთევან წამებულზე
თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირი ისევ გადათხრილია. მრავალმილიოიანი პროექტი უკვე დასრულებული და ჩაბარებული უნდა იყოს, თუმცა ამჯერადაც მშენებელ კომპანიას რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა.
ირკვევა, რომ თბილისის მერიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ თბილსერვისჯგუფს ახლაღა გაახსენდა, რომ ქუჩაზე განათების ბოძებია დასამონტაჟებელი. სწორედ ამიტომ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც თბილისელების ბიუჯეტიდან მილიონებს გადაუხდიან.
ოპოზიცია აღნიშნულ საქმეში კორუფციულ გარიგებებს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კომპანია "ორიენტი", რომელსაც თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაუფრომა, "ქართული ოცნების" შემომწირველი და მასთან დაახლოებული პირია.
ორ წელიწადზე მეტია, რაც ცნობილია, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, მათ შრის, წელიწადზე მეტია, რაც ტენდერი გამოცხადებულია და დაკონტრაქტებულია და გახსნეს ვითომ საზეიმოდ და ა, ბატონო, თავიდან გადათხარეს, მაგრამ აი, ამ გადათხრების მერე, კიდევ მერე გაახსენდათ, რომ ახალი გარე განათების ბოძებია საჭირო და კახი კალაძემ და "ქართულმა ოცნებამ" ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით მილიონ რვაასი ათას ლარიანი კონტრაქტი გააფორმა მაინც და მაინც "ქართული ოცნების" შემომწირველთან. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არარაციონალურად იხარჯება და იფლანგება თბილისელების თანხები. ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის "ქართული ოცნების" 40 ათასიანი შემომწირველი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
თბილსერვისჯგუფმა ცოტა ხნის წინ "პირველებს" ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მათი ცნობით, ტენდერი 2022 წლის 4 მარტს გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგებით დასრულდა, სწორედ ამიტომ, რადგან სარეაბილიტაციო სამუშოაების დასრულების თარირად მიმდინარე წლის 17 სექტემბერი იყო, ხელშეკრულების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარალებით მოუწიათ.