დასანქცირდებიან თუ არა კრიტიკული ტელევიზიები - გადაწყვეტილება დღეს გაასაჯაროვდება

11.08.22 11:25
დასანქცირდებიან თუ არა კრიტიკული ტელევიზიები -  გადაწყვეტილება დღეს გაასაჯაროვდება

დასანქცირდებიან თუ არა კრიტიკული ტელევიზიები - მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება დღეს უნდა გაასაჯაროვოს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც უნდა განიხილონ მიიღება თუ არა წარმოებაში "ქართული ოცნების" მიერ ხელმოწერილი სარჩელი. 

მედიამენეჯერებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ბექაურის უწყება ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს.

ყველანაირი ლოგიკით ეს სარჩელი დღეს მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა მიიღოს წარმოებაში და არ უნდა გადაზარდოს ამის არსებითი განხილვა, მაგრამ გვაქვს ამის მოლოდინი? რავიცი, მე ახლა მარგეულირებელი კომისიისგან მაღალი მოლოდინები და ობიექტური განსჯის მოლოდინები არ მაქვს. არ აქვს არცერთნაირი ინტერპრეტაცია, არცერთნაირი უარყოფითი კონტექსტი, რაზე არიან აღშფოთებულები, "ქართული ოცნება" რაზე აღშფოთებული, თავისივე განცხადებებზე? თავისივე განცხადებები არ მოსწონს? წმინდად აღებულია მათივე ნათქვამები და ცოტა ვერ ვხვდები, ამის პოლიტიკურ ჭრილში და საარჩევნო ჭრილში რას ემსახურება, ჩვენი დაჯარიმების გარდა, თორემ აბსურდია, - ამბობს "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე. 

შეზღუდავს თუ არა სიტყვის და გამოხატვის თავისფლებასბექაურის უწყება, ცნობილი ცოტა ხანში გახდება

მსგავსი სიახლეები