რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება - ხანგრძლივი იგნორის შემდეგ ოსიპოვი სუსმა დაიბარა

11.08.22 11:40
რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება - ხანგრძლივი იგნორის შემდეგ ოსიპოვი სუსმა დაიბარა

როგორ მუშაობს რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტურა თბილისში - ხანგრძლივი  დუმილის შემდეგ სუსი გაშიფრული ჯაშუშის ინტევრიუთი დაინტერესდა. რამდენიმე კვირიანი იგნორის შემდეგ ვსევოლოდ ოსიპოვი საგამოძებო უწყებაში დაიბარეს.

სუსის გარდა გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოპოზიციამ პროკურატურასაც მიმართავს.

საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს ოსიპოვს, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ერთი თვეა, საჯაროდ, ღიად საუბრობს იმაზე თუ როგორ ავალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში ჯაშუშურ საქმიანობას. აღნიშნული პიროვნება იძახის, რომ კონკრეტულად ფლობს ინფორმაციას იმ ადმაინების შესახებ, რომლებიც ასევე, შესაძლოა, არიან ჩართული აღნიშნულ თემაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩენი ქვეყნის ინტერესებში, - ამბობს ენმ-ს წევრ ბაჩო დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის გაშიფრული აგენტი რამდენიმე კვირაა საჯაროდ  ყვება რა მისიით ჩამოვიდა საქართველში, როგორ მუშაობს რუსული აგენტურა ჩვენს ქვეყნაში   და რა დავალებებს იღებდა რუსული სპეცსამსახურებიდან. 

 

მსგავსი სიახლეები