"ფინანსური ზეწოლის მორიგი მაგალითი" - ზაალ უდუმაშვილი კრიტიკული არხების დასანქცირებაზე
"ტვ პირველის" გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება კრიტიკული არხების გასაჩუმებლად ფინანსურ წნეხს მიმართავს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეასრულოს.
დღეს "ტვ პირველის" წარმომადგენლები იურისტებთან ერთად დაესწრებიან კომისიის სხდომას, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ძალიან მყარი არგუმენტები იმის თაობაზე, რომ სრულიად აბსურდულია ის მოთხოვნა, რომელსაც "ქართული ოცნება" უყენებს კრიტიკულ მედიასაშუალებებს და ეს არის პირდაპირ პოლიტიკური, ფინანსური ზეწოლის მორიგი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა მეორე საკითხია რამდენად გაითვალისწინებს ბექაურის უწყება ჩვენს არგუმენტებს, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც უნდა შეასრულოს მარეგულირებელმა კომისიამ, - თქვა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული არხების წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართ. ხელისუფლება "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს. საუბარია სარეკლამო რგოლზე, რომელიც ეთერებში არასაარცევნო პერიოდში გავიდა.
კრიტიკული არხების დასანქცირების საკითხზე მარეგულირებელმა კომისიამ დღეს უნდა იმსჯელოს.