,,ავერსმა" ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

11.08.22 15:45
,,ავერსმა" ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

,,ავერსი" ფართოვდება და ქუთაისში კიდევ ერთ აფთიაქს ხსნის.

აქ მისულ მომხმარებლს მაღალი  კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი, მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, ბავშვთა კვების და თავის მოვლის საშულებების დიდი არჩევანი დახვდება.

აფთიაქში მედიკამენტებზე აგვისტოს  ბოლომდე იმოქმედებს ყოველდღიური ფასდაკლება.  

შევქმენით ახალი აფთიაქი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქუთაისელი მომხმარებლები კმაყოფილები იქნებიან. 

ვცდილობთ, რომ ფასები მედიკამენტებზე, ასევე მოვლის საშუალებებზე გვქონდეს რაც შეიძლება, დაბალი. თუმცა, ასორტიმენტი ძალიან დიდია - განაცხადა ,,ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.

,,ავერსს" განვითარების მრვალ წლიანი ისტორია აქვს.  კომპანიამ ბაზარზე ოპერირება ერთი პატარა აფთიაქით 1994 წელს  დაიწყო,  დღეს  კი საქართველოს მასტაბით 310  აფთიაქს აერთიანებს: 134–ს თბილისში და 176–ს რეგიონებში. 

მსგავსი სიახლეები