საქმეს არ ვიცნობ, შვებულებაში ვარ - კახა ბექაური ტელევიზიების დასანქცირებაზე
მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას არასდროს ასრულებს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
კახა ბექაურის თქმით, კრიტიკული მედიის დასანქცირების საკითხის განხილვას დღეს ვერ დაესწრება, რადგან შვებულებაშია.
დეტალურად არ ვიცნობ საქმეს, მე შვებულებაში ვარ და არც ის ვიცი რა გარემოებები არსებობს და საერთოდ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არც ის ვიცი, შესაძლო დარღვევის შემთხვევაში რა სანქცია ეკუთვნის ამა თუ იმ კომპანიას. წარმოებაში მიღებაც კომისიის გადაწყვეტილებაა. თქვენ ამბობთ, რომ კომისია "ქართული ოცნების" დაკვეთით მოქმედებს? რა თქმა უნდა, არ ასრულებს, - თქვა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული არხების წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართ. ხელისუფლება "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს. საუბარია სარეკლამო რგოლზე, რომელიც ეთერებში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა.
მარეგულირებელ კომისიაში დისტანციური სხდომა ტელევიზიები დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო.