გადაწყვეტილება მიღებულია - მარეგულირებელი კომისია "ოცნების" მოთხოვნის განხილვას დათანხმდა
მარეგულირებელი კომისია მმართველი პარტიის მოთხოვის განხილვას დათანხმდა. საქმე ეხება კრიტიკული ტელევიზიების დასანქცირების საკითხის განხილვას.
საქმის განხილვა 23 აგვისტოს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული არხების წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართ. ხელისუფლება "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს. საუბარია სარეკლამო რგოლზე, რომელიც ეთერებში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა.
ტელევიზიები დასანქცირებასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიაში დისტანციური სხდომა დღეს გაიმართა.